მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი: მიდის მსჯელობა, რა ფორმით უნდა ამოქმედდეს მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება

5defa990d8282
ინგა მურუსიძე
10.12.19 18:23
790
მიდის მსჯელობა, თუ რა ფორმით უნდა ამოქმედდეს ტექნიკური რეგლამენტი სპეციფიური ნარჩენების გადამუშავების ვალდებულების შესახებ ისე, რომ რეგულაცია ბიზნესისთვის დამატებით წნეხად არ იქცეს, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მიხეილ დაუშვილის ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული ახალ ტექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობის პროცესში.

„მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების თემაზე ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად მუშაობს. გვაქვს ძალიან კონსტრუქციული სამუშაო ფორმატი როგორც ბიზნესთან, ასევე შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამ ეტაპზე მიდის დისკუსია, თუ რა მოდელით შეიძლება იქნეს ამოქმედებული რეგულაცია ისე, რომ ეს არ იქცეს ბიზნესისთვის დამატებით წნეხად და ამასთან დავაკმაყოფილოთ ის ვალდებულებები, რაც ნარჩენების მართვის მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს ნაკისრი“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები