„მნიშვნელოვანია, არსებობდეს თამბაქოზე აქციზის ზრდის ყოველწლიური გეგმა“, -ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს.
მისი თქმით, მათ აქვთ შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსთან, რომ შეადგენენ შესაბამის გეგმას და წარუდგენენ ინდუსტრიას.
„ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ გრძელვადიან პერიოდში აქციზის ზრდა უნდა მოხდეს კონკრეტულ ნიშნულამდე. ეს არის 1000 ღერზე დაახლოებით, 90 ევროს მოცულობის აქციზის განაკვეთის მაჩვენებელი. თუმცა იმისათვის, რომ კომპანიებს ჰქონდეს უფრო ცხადი წარმოდგენა ყოველწლიურად რა გეგმით მოხდება ამ გრძელვადიანი გეგმის შესრულება, ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს თამბაქოზე აქციზის ზრდის ყოველწლიური ინფორმირების გეგმა. ჩვენ შეთანხმება გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან, რომ ამ გრძელვადიან გეგმას ისინი შეადგენენ და გააცნობენ ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ეს მნიშვნელოვანია კომპანებისთვის, რომ უკეთ დაგეგმონ ყოველწიურად მათი საქმიანობა და არ იყოს მოულოდნელი მათთვის ის განაკვეთი, რაც იქნება შეთავაზებული ყოველწლიურად“, - აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

























