მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი ქართული ბიზნესების უცხო ქვეყნის ბაზრებზე მხადრაჭერას შეძლებს

5bffe90719f90
ელენე გოგბერაშვილი
29.11.18 17:25
680
ბიზნესომბუდსმენი ქართული ბიზნესების უცხო ქვეყნის ბაზრებზე მხადრაჭერას შეძლებს. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის ბიზნესომბუდსმენთან ქართული ოფისი ითანამშრომლებს უკრაინაა.

როგორც ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ახლო მომავალში გაფორმდება.

„ჩვენი სურვილია გვქონდეს ბერკეტი იმ ქართულ ბიზნესებს, რომლებიც საზღვარგარეთაც არიან წარმოდგენილი, გარკველი მხარდაჭერა გავუწიოთ. ამ კუთხით ჩვენი ოფისი ფიქრობს, რომ იმ ბაზრებზე, სადაც არსებობს ჩვენი კოლეგა ორგანიზაციები, მოვახდინოთ მათთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი რესურსი საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესების მხარდაჭერის აღნიშნულ ბაზრებზე. ამ მხრივ ერთ-ერთი ფართო ბაზარი არის უკრაინა, სადაც ბევრი ქართული კომპანია ოპერირებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია უკრაინის ბიზნესომბუდსმენის ოფისთან, გვაქვს კონსულტაციები და ვფიქრობთ, რომ მალე იქნება შესაძლებელი რომ ჩვენ თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმოთ და გვექნება თანამშრომლობის შედეგების კარგი პრეცენდენტები", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები