მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი: "რეკლამის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები სარეკლამო ბაზარს დააზარალებს

5bc4764ae1898
სალომე მეცხვარიშვილი
15.10.18 16:00
502
„რეკლამის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები სარეკლამო ბაზარს დააზარალებს , - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე bm.ge-სთან აცხადებს.

მისი შეფასებით, ცვლილებები, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამირებას კრძალავს, ვერ შეამცირებს აზარტულ თამაშებში ჩართულ ადამიანებს.

“მივიღებთ ნეგატიურ ზეგავლენას იმ კომპანიებზე, რომლებიც რეკლამის გაყიდვით არიან დაკავებული. იქნება ეს მედიასაშუალებები თუ სხვა, რადგანაც სათამაშო ინდუსტრია არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამკვეთი, მაგალითად გარე რეკლამის ინდუსტრიაში 40-45%-ს აღწევს სათამაშო ბიზნესიდან მოზიდული რეკლამა. აღნიშნული შეზღუდვები საკმაოდ მკაცრია. საკმაოდ დიდია იმ ობიექტების წრე, სადაც იკრძალება გარე რეკლამის განთავსება, მგონია, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნეგატიური ზეგავლენის მქონე სარეკლამო კომპანიებზე“,- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები