მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი საპენსიო რეფორმის რისკებზე საუბრობს

5b9d0a30f21ac
თეო ივაშჩენკო
16.09.18 12:30
776
"ახალი საპენსიო რეფორმით გათვალისწინებული გადასახადი გარკვეული ტვირთია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემაში „საქმის კურსი“ განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, ბიზნეს ასოციაციებთან კონსულტაციის საფუძველზე რეფორმაში რისკები იკვეთება.

"ის შენატანი, რომელიც, უნდა გაიღოს დამსაქმებელმა კონკრეტული დასაქმებული პირების მიმართ, ტვირთია, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ -აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.

გარდა ამისა, ბიზნესომბუდსმენი საუბრობს გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტიის შექმნის აუცილებლობაზეც:

"მნიშვნელოანია, რომ შეიქმნას მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს ბიზნესის მხრიდან დასაქმებულისთვის გადასახდელი პროცენტის სტაბილურობას გრძელ ვადაში“.

ბიზნესომბუდსმენი აღიარებს საპენსიო რეფორმის გრძელვადიანი ეფექტის მნიშვნელობას და კვლავ განაგრძნობს აქტიურ კონსულტაციებს სავარაუდო რისკების აღმოჩენისა და აღმოფხვრის საკითხებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები