საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი ნონა მამულაშვილი, აგრეთვე შვეიცარიის ელჩის მოადგილე ბატონი ალვარო ბორჯი. შეხვედრაზე განიხილეს როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და ბიზნეს ასოციაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე ასოციაციის წევრ კომპანიებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები.

























