მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი სებ-ის რეგულაციაზე: იმედია ოქროს შუალედი იქნება ნაპოვნი

5bd6d65822ff2
ლევან თაღიაშვილი
29.10.18 14:00
594

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე BM.GE-სთან საუბრისას სებ-ის რეგულაციების გავლენას აფასებს ეკონომიკურ ზრდაზე. ლექვინაძე იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო რედაქციაში იქნება ოქროს შუალედი ნაპოვნი და რეგულაციებით არც ეკონომიკური ზრდა შემცირდება და ჭარბვალიანობის პრობლემაც გადაიჭრება.

„ზოგადად, აღნიშნული რეგულაციების მთავარი მიზანი არის ის რომ უპასუხოს იმ პრობლემას, რომელიც ხასიათდება აღმავალი ტრენდით და რომელიც უკავშირდება ჭარბვალიანობას. თუმცა არსებული რედაქცია აღნიშნული დებულებით არის საკმაოდ მკაცრი, რომელიც შეეხება ერთი მხრივ საფინანსო სექტორს, თუმცა გავლენა იქნება აღნიშნული რედაქციით არამხოლოდ საფინანსო სექტორზე, არამედ ბიზნესის სხვა მიმართულებებზე, მათზე ვინც სარგებლობს საფინანსო ინსტუტიტების რესურსით და ამით გარკვეულ ბიზნეს აქტივობას ახორციელებს. შეიძლება ეს ბიზნეს აქტივობა საკმაოდ შემცირდეს და ამან ასახვა პოვოს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ვფიქრობ რომ სექტორებს შორის სებ-თან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს  და მგონია, რომ რეგულაციების საბოლოო მიღებამდე იქნება ის ოპტიმალური წერტილი, რომელიც ერთის მხრივ უპასუხებს იმ გამოწვევას, რომელიც გარკვეულ ჯგუფთან მიმართებაში ჭარბვალიანობის პრობლემა ჰქვია და მთლიანობაში არ იქნება მნიშვნელოვანი ზეგავლენის მომხდენი სხვადასხვა ბიზნეს სექტორებზე, რომელიც სარგებლობენ საფინანსო ინსტუტების რესურსით.“- აღნიშნა ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები