მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესომბუდსმენი: სებ-ის რეგულაციებმა, შესაძლოა, ბიზნესაქტივობა შეამციროს

5bc4798be9456
სალომე მეცხვარიშვილი
15.10.18 16:20
806
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სებ-ის მიერ დაწესებული საფინანსო სექტორის რეგულაციები არის ზედმეტად მკაცრი. მისი შეფასებით, სესხის გაცემის შეზღუდვამ, შეიძლება, ბიზნესაქტივობის შემცირება გამოიწვიოს.

„ეს რეგულაციები არის ზედმეტად მკაცრი და ზღუდავს იმ პირთა წრეს, ვინც შეიძლება ისარგებლოს საფინანსო ინსტიტუტებიდან იმ რესურსით, რომელიც საჭიროა სხვადასხვა პროდუქტის თუ სერვისის შესაძენად. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს რეგულაციები შეეხება არამხოლოდ ერთ სექტორს, ეს იქნება გავლენის მომხდენი სხვა სექტორებზეც და შეიძლება ბიზნესაქტივობის შემცირებამდეც მიგვიყვანოს, რაც შეიძლება აისახოს ეკონომიკურ ზრდაზე“,- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაციები. ბანკების შემდეგ შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა მიკროსაფინანსო სექტორსაც ეკრძალება. ამასთან, დგინდება ზღვარი, შემოსავლის რა ოდენობა შეიძლება იყოს მიმართული სესხის მომსახურებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები