მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესომბუდსმენი ტექნიკის ბიზნესს შიდა განვადებების სისტემის დანერგვას ურჩევს

5b45f738cbf3d
ელენე გოგბერაშვილი
11.07.18 17:30
498

მას შემდეგ, რაც სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე აღარ გაიცემა, ტექნიკის მაღაზიებს განვადების გზით გაყიდვები თითქმის გაუნახევრდათ. როგორც ბიზნესომბუდსმენი BM.GE-თან ამბობს,  რეგულაციის შედეგების შესახებ მათ რეკომენდაციებშიც იყო საუბარი, რაც ეროვნულ ბანკს გაუგზავნეს. იქიდან გამომდინარე, რომ მათი რეკომენდაციები რეკომენდაციებად დარჩა და ცვლილებები ძალაშია, ბიზნესომბუდსმენი კერძო სექტორს შიდა განვადებების სისტემის დანერგვას ურჩევს.

"ჩვენ როცა გავაკეთეთ რეკომენდაცია საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი საკითხი ამ რეკომენდაციაში შეეხებოდა სწორედ იმას, რომ კომპანიები, რომლებიც დაკავებული არიან საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვით, რეგულაციას მათზე ექნებოდა მნიშვნელოვანი გავლენა. თუ ადრე გარკვეული სესხის მიღება განვადების ნაწილში იყო მარტივი, დღეს საკმაოდ ბევრი დოკუმენტაციაა ამ კუთხით და ბევრი ინფორმაციაა საჭირო სესხის გამცემის მხრიდან, ამიტომ, ბუნებრივია, ეს ბაზარი იქნა შეზღუდული. ეს რეგულაციები დღეს მოქმედია და ალბათ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ამ მაღაზიებმა უზრუნველყონ შიდა განვადებების სისტემის აწყობა, რადგანაც შეძლონ გარკვეულწილად დაკომპენსირება იმ შემცირებების, რომელიც ამ რეგულაციამ გამოიწვია. ჩვენ ამ პრობლემას ვიცნობთ, თავის დროზე შეხვედრაც გვქონდა ტექნიკის მაღაზიებთან და მათი წუხილები ჩვენს რეკომენდაციებიშიც აისახა, რომელიც ეროვნულ ბანკს გავუგზავნეთ, თუმცა რეალობა გვაქვს ის, რომ ეს რეგულაციები არის მოქმედებაში", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები