დღეიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატი უქმდება და ეს უწყება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.
აქამდე ბიზნესომბუდსმენის აპარატი მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იყო.
ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას 2022 წლიდან ოთარ დანელია იკავებდა, უწყების ბიუჯეტი 950,000 ლარს შეადგენდა.
ამავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, უქმდება ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც 2026 წლის 2 მარტიდან დამოუკიდებელი სახით არსებობს შეწყვეტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეერწყმება.




























