მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესომბუდსმენის აპარატი TBC ბანკის გარშემო შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება

5c35edbf3af99
თამუნა ქემერტელიძე
09.01.19 16:46
1437
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ყურადღებით აკვირდება თიბისი ბანკის გარშემო შექმნილ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ პოლიტიზირებულმა განცხადებებმა, დაუსაბუთებელმა სხვადასხვა ვერსიების გაჟღერებამ მედიაში და უსაფუძვლო აჟიოტაჟმა, შესაძლოა არასწორი მოლოდინები შექმნას და ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, როგორც ბანკისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის.

საფინანსო სექტორში მოლოდინები მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ პროცესს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.

მთავარია, რომ საგამოძიებო პროცესი ხელს არ უშლის ბანკის გამართულ ფუნქციონირებას, რაც ჩვენთვის ცნობილია საკითხი ეხება კონკრეტულ ეპიზოდს ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, აღნიშნული ვერ იქნება ზიანის მომტანი მთლიანად საფინანსო სექტორისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თიბისი ბანკი ფინანსურად მდგრადი ინსტიტუტია და აკმაყოფილებს ყველა შესაბამის ეკონომიკურ ნორმატივს და ლიმიტს.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ვიმედოვნებთ, პროცესი იქნება სამართლანი და გამჭვირვალე, არსებული შეკითხვები იქნება პასუხგაცემული და თიბისი ბანკი, რომელიც არის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი,, გააგრძელებს აქტიურ განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები