მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესომბუდსმენის აპარატის პარლამენტს დაქვემდებარება მის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის"

5c055a8b9a7a5
ელენე გოგბერაშვილი
03.12.18 20:35
895
„ბიზნესომბუდსმენის აპარატის პარლამენტს დაქვემდებარება მის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელი რომან კაკულია აცხადებს.

დღეს კომიტეტზე „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ კანონში“ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც, ბიზნესომბუდსმენის „სასამართლოს მეგობრის ფუნქცია“ ფართოვდება.

დღეს ბიზნესომბუდსმენს „სასამართლოს მეგობრის ფუნქცია“ შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ბიზნესომუდსმენი ბიზნესის მხარდაჭერას სასამართლოს პირველ ინსტანციაშიც შეძლებს.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობით კმაყოფილია, თუმცა რომან კაკულია ისურვებდა, რომ სამომავლოდ აღნიშნული ინსტიტუტი არა - მთავრობას, არამედ პარლამენტს დაექვემდებაროს.

„ჩემი აზრით, ეს ინსტიტუტი ცუდად არ მუშაობს. ვერ ვიტყვი, რომ აკლიათ კომუნიკაცია ბიზნესთან, პრობლემების ასახვა და კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. ყოველთვის შეიძლება სრულყოფილებაზე იფიქრო, მაგრამ ცუდად ნამდვილად ვერ შევაფასებ. ერთ-ერთი ის ინსტიტუციაა, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის მისი ფუნქცია. ჩემი აზრით, მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი კარგი იქნებოდა. მთავრობაზე დაქვემდებარებაზე მეტად ვისურვებდი სამომავლოდ პარლამენტის დაქვემდებარებაში იყოს. უფრო მეტად გაიზრდებოდა მისი დამოუკიდებლობის ხარისხი და კიდევ უფრო ეფექტური გახდებოდა“, - აცხადებს რომან კაკულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები