ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო კომპანიების გასხვისება მათ ეფექტურობას გაზრდის. ასე პასუხობს ის ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცახდებას, რომ მთავრობა სახელმწიფო კომპანიების: საქართველოს ფოსტისა და რკინიგზის გასხვისებაზე მსჯელობს.
„მსგავსი ტიპის პრივატიზაცია ეკონომიკური განვითარების კუთხით შეიძლება იყოს მისაღები, რადგანაც ესენი არის სახელმწიფო ორგანიზაციები, სადაც შეიძლება ოპერირების ნაწილში კერძო სექტორის მონაწილეობა. რა ფორმით და როგორ უნდა მოხდეს, ამის ბევრი მოდელი არსებობს, რადგან ესენი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, განსაკუთრებით საქართველოს რკინიგზა. გასხვისების ფორმებს აქვს დიდი მნიშვნელობა. ამან შეიძლება გაზარდოს ამ კომპანიების ეფექტურობა“,- აცხადებს ლექვინაძე.