მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

5bf7b76a03193
BM.GE
23.11.18 12:16
597
ბიზნესომბუდსმენის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად ბიზნესომბუდსმენის კომპეტენციას ემატება საერთო სასამართლოებში სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულება. მეორე ცვლილების მიხედვით, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება უფლება ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს საკუთარი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაცია.

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებისას, კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ ითვალისწინებდა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ინსტიტუტს, რომლის შესახებაც ჩანაწერი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს მოგვიანებით დაემატა. ამასთანავე, ნორმა ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით ბლანკეტურია პრაქტიკაში ქნის პრობლემას. კერძოდ, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკიტხულობთ, რომ ჩანაწერში არსებული სიტყვათწყობა იძლევა მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობას. თავის მხრივ, კი ეს უკანასკნელი მხოლოდ საგადასახადო კოდექსშია გათვალისწინებული. 

იცვლება კანონში არსებული ბლანკეტური ნორმა და ნაცვლად კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა ბიზნესომბუდსმენს ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვის/მიღების ზოგადი კომპეტენცია. ამასთან, კანონი ითვალისწინებს ამგვარი კომპეტენციის ფარგლების შეზღუდვას კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები