მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენს RIA-თან დაკავშირებით მთავრობასთან შენიშვნები აქვს

5b3625e77168f
თელარა გელანტია
29.06.18 17:00
761
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის აზრით, ახალ კანონპროექტებზე რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) მომზადება პარლამენტისთვისაც სავალდებულო უნდა იყოს.

საქმე იმაშია, რომ BM.ge-ის მიერ მოპოვებული „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილების პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ მომზადებულ ახალ კანონპროექტებზე რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) სავალდებულო ხდება, ხოლო პარლამენტის მიერ მომზადებულზე - არა.

„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში რიგი რეგულაციების მიღება ხდება და მათი გავლენების შესახებ სხვადასხვა ინტერპრეტაციებია, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური, გარემოსდაცვითი თუ კულტურის მიმართულებით, იმისთვის რომ გამოირიცხოს მსგავსი ინტერპრეტაციები, ძალიან მნიშვნელოვანია RIA-ს დანერგვა, რათა ის რეფორმები, რაც ხორციელდება და მათი გავლენა ბიზნესზე, სწორად შფასდეს. ამასთან, ვფიქრობთ, RIA-ს ვალდებულება უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად ყველა საკანონმდებლო ინიციატივას, მიუხედავად იმისა, ის მთავრობის მიერაა მომზადებული, თუ - უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი ერთ-ერთო მთავარი შენიშვნა სწორედ ესაა“, - აცხადებს ლექვინაძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არსებული ვერსია საბოლოოდ მოიწონა მთავრობამ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის საკუთარ შენიშვნებს და რეკომენდაციებს აღმასრულებელ შტოს გადაუგზავნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები