ბიზნესომბუდსმენის აპარატს ბიზნესის მხარდასაჭერად ხელთ ორი ინსტრუმენტი აქვს. ერთი ის, რომ მათ უზენაესს სასამართლოსგან აქვთ მხარდაჭერა საკონსულტაციო საბჭოზე გაიტანონ ის საკითხები, რაც ბიზესს აწუხებს და რაც შეიძლება სასამართლოს პრაქტიკაში იქნას დანერგილი. ამასთან ბიზნესს ეძლევა საშუალება აღნიშნული პლატფორმის საშუალებით ისაუბროს გარკვეული ტიპის ხარვეზებზე. მეორე ინსტრუმენტი იქნება სასამართლოს მეგობრის ფუნქცია, რაც ბიზნესომბუდსმენს ბიზნესის მეტი მხარდაჭერის შესაძლებლობას მისცემს.
როგორც ბიზნესომბუდსმენი, ირაკლი ლექვინაძე BM.GE-თან განმარტავს, კერძო სექტორის სურვილის შემთხვევაში ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, ჩაერთონ სასამართლო დავის პროცესში, ეს კი იმ შემთხვევაში თუ ბიზნესის მოთხოვნა იქნება ადექვატური.
„გვინდა სასამართლოს მეგობრის ფუნქციის გაფართოება. დღეს ჩვენ კანონით გვაქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში ამის უფლება და ვფიქრობთ, რომ საერთო სასამართლოებშიც გავრცელდეს, რადგან ბიზნესის უფრო მეტი მხარდაჭრა შევძლოთ. წერილი უკვე გაგზავნილი გვაქვს პარლამენტში და იმედი გვაქვს, სადღაც საშემოდგომო სესიაზე ეს ცვლილებები იქნება განხორციელებული. ჩვენი ჩართულობა იქნება შემდეგნაირი: თუ ბიზნესს ექნება სურვილი, რომ სასამართლოს დავის პროცესში რომელიც მას გააჩნია ადმინისტრაციულ უწყებასთან, გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის ფუნქცია ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, ჩვენ მზად ვართ, რომ შესაბამისი რეკომენდაციაც გავაგზავნოთ, ან ჩვენი იურისტი მივავლინოთ ბიზნესის პოზიციის გასაძლიერებლად, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ მათი მოთხოვნა არის ადექვატური და შესაბამისი“-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

























