მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენს სასამართლოს პირველი ინსტანციის დავებში ჩართვა სურს

5bffe236760da
ელენე გოგბერაშვილი
29.11.18 16:56
609
ბიზნესომბუდსმენს „სასამართლოს მეგობრის“ ფუნქციის გაფართოვება სურს. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში ბიზნესომბუდსმენი ბიზნესდავებში ჩართვას სასმართლოს პირველ ინსტანციაშიც შეძლებს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, შესაბამისი ცვლილებები ბიუროს სხდომაზე უკვე განიხილეს და მასზე მსჯელობა კომიტეტებში გაგრძელდება.

„სასამართლოს მეგობრის ფუნქცია გულისხმობს ცვლილებებს ჩვენს კანონში. ჩვენ დღეს სასამართლოს მეგობრის ფუნქციის გამოყენება შეგვიძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის შემთხვევა, როცა ბიზნესი დაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და მას სჭირდება ჩვენი მხრიდან პოზიციების გაძლიერება. ამ ცვლილების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ჩვენი შეფასება, მოსაზრება და ჩვენი იურისტი წარმოვადგინოთ აღნიშნული დავის პროცესში, რომელიც გააძლიერებს ბიზნესის პოზიციებს ინ ნაწილში, სადაც ჩავთვლით, რომ ბიზნესის მოთხოვნა იქნება რაციონალური, არგუმენტირებული და მათ აქვთ ყველა საფუძველი იმისა, რომ აღნიშნული დავა დაასრულონ წარმატებით“, - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები