2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ბიზნესისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ინიციატივა პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. იმისთვის, რომ ბიზნესმა განაგრძოს სრულფასოვანი საქმიანობა, ბახტაძემ განაცხადა, რომ დავალიანება 36 000 გადამხდელს ჩამოეწერებოდა.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით დღეს განიხილა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ინიციატივა 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილ საგადასახადო დავალიანებებს, მასზე დარიცხულ ჯარიმებსა და სანქციების ჩამოწერას გულისხმობს.
მისი თქმით, ჯამში აღნიშნული ინიციატივა არა 36 000 გადამხდელს, არამედ დაახლოებით 28 000-მდე გადამხდელს შეხება. ჯამური თანხა კი, რისი ჩამოწერაც მოხდება ცვლილების შედეგად არის 550 მილიონი ლარი.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს პირველი მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

























