მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბიზნესს ძალიან სუსტი პოზიცია აქვს” - ვანო მაჭავარიანი რუსეთან ეკონომიკურ კავშირზე

645df6d69a979
თელარა გელანტია
12.05.23 17:37
1103
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის ვანო მაჭავარიანის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე თავისი პოზიცია ქართულმა ბიზნესმაც დააფიქსიროს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ რუსეთის მიერ საქართველოსთვის ავიაემბარგოს მოხსნის და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

ვანო მაჭავარიანი ფიქრობს, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მსგავსად, კერძო სექტორმაც თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს და რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის პოზიცია; ნუთუ ქართულ ბიზნესში არ არიან ის კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ და ამის ღიად დაფიქსირება შეუძლიათ?! ასეთი პრობლემაა ბიზნესსივრცეში?!

ბიზნესასოციაციებმა, ბიზნესკონგლომერატებმა რაღაც პოზიცია ხომ უნდა დაააფიქსირონ?!

ბიზნესს ძალიან სუსტი პოზიცია აქვს. იქ ჩემი მეგობრები არიან... მეც ვიყავი გარკვეული პერიოდი ბიზნესსექტორში. მნიშვნელოვანია მათი პოზიცია. მათაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. საუბარი იმაზე, რომ რუსული ნავთობპროდუქტები იაფია და აბა რა, ბიზნესის საქმეა გამდიდრება, ასე არაა, როდესაც ვხედავთ სხვის უბედურებას, ომს, ტერორს.

„ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ ეს მორალური თამასა ძალიან ქვემოთ დაწია და თავისთან დაახლოებულ ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მეტი სარგებელი მოუტანოს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე შეფასებით, ასევე, ძალიან სამწუხროა, რომ ქვეყანაში ოპოზიცია არაა ძლიერი.

„მიუხედავად ზოგიერთი პოლიტიკოსის მიმართ ჩემი სიმპათიისა, ჩემდა სამწუხაროდ, ოპოზიცია არასერიოზულად აღიქმება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - ქვეყნის გარეთ, რადგან არათანმიმდევრულები არიან... რაც ქვეყანა, ის - ოპოზიცია.

ამდენად, პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება თუ არ იქნება რადიკალური და ოპოზიციური სივრცე არ გაიხსნება, ამ შემადგენლობით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, ვერანაირ პაექრობაში ვერ უგებს“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები