მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესს ღამის დისტრიბუციაზე გადასვლა, სავარაუდოდ, 2019 წლიდან მოუწევს

5b4088aaa0f2b
ელენე გოგბერაშვილი
07.07.18 17:00
1206
თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე bm.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ სადისტრიბუციო ბიზნესს ღამით მომარაგებაზე გადასვლა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან მოუწევთ.  მერია ამ დროისთვის,  სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასა და  დღის საათებში შეზღუდვების დაწესებას ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით განიხილავს.  ბიზნესი ამბობს, რომ ცვლილებები ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება, რადგან 5 000-ზე მეტი საცალო-სავაჭრო ობიექტი ღამის საათებში ვერ შეძლებს მიიღოს პროდუქცია და თვითმომარაგებაზე გადავლენ.


ბიზნესის საპასუხოდ მერის მოადგილე, მაია ბითაძე ამბობს, რომ ღამის დისტიბუცია მათ არ დაანგრევს, თუმცა ამ საკითხზე მათთან კიდევ იქნება მსჯელობა.

 
“რიგ შემთხვევაში არაპოპულარულ გადაწყვეტილებების გარეშე საქმე არ კეთდება და როდესაც ადამიანები, რომლებიც წუხან რომ არის საცობი, არის ჰაერის დაბინძურება , ხშირ შემთხვევაში თვითონ არღვევენ მოძრაობის წესებს, რომელიც საცობის გამომწვევია. მათ შორის დისტრიბუციის მანქანები გვინახავს ჩვენ ხან გაზონზე შევარდნილი, ხან ტრიტუარზე ავარდნილი, ხან ზებრაზე გაჩერებული, საგზაო მოძრაობას კეტავენ საერთოდ. რეგულირებას შემოვიღებთ ალბათ მომავალი წლიდან. ბიზნესმა უნდა გაიაზროს, რომ სოცალური და კორპორატიული პასუხისმგებლობა არ მთავრდება მხოლოდ ხეების დარგვის კომპონენტით და აუცილებელია ისეთი ღონსიძიებები განახორციელონ, რომელიც ამ ქალაქს ერთად გაგვიხდის ღირებულს”-აცხადებს მაია ბითაძე.

 
მისი თქმით, ღამის დისტრიბუცია არ ნიშნავს გვიან საღამოს მომარაგებაზე გადასვლას, რადგან პროექტში საუბარია 20:00 საათიდან 08:00 საათამდე დროის მონაკვეთზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები