ბიზნესი ისევ კადრების მწვავე დეფიციტზე ჩივის და მზადაა პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის ყველა ინიციატივაში ჩაერთოს. რამდენიმე დღის წინ გამოწვევაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განათლების სამინისტროს მესვეურებთან შეხვედრაზე იმსჯელეს, სადაც სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის ფინანსური, თუ ტექნიკური მხარდაჭერის შესაძლო ფორმატები განიხილეს, რამაც კვალიფიციური კადრების უკეთ მომზადება უნდა უზრუნველყოფს. როგორ მუშაობს პროფესიული განათლების სექტორში სახელმწიფოს მხარდამჭერი მექანიზმები და რა არის პროფესიული კადრების მომზადების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები;