მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესს სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მუდმივად ექნება

58d2282dee1ec
BM.GE
22.03.17 11:29
1543
საგადასახადო დავალიანებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება. რა იცვლება საწარმოებისთვის კანონპროექტის მიხედვით, - ’’საქმის კურსი“ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ცოტნე ყავლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ცოტნე, საწარმოებისთვის ახალი კაონონმდებლობის მიხედვით ტექნიკურად რა იცვლება?

- საგადასახადო რესტრტუქტურიზაციის შესახებ კანონმდებლობა 1998 წელს იქნა მიღებული და ეს მაშინ მუდმივი გადასახადიდან გამომდინარე იყო, ვინაიდან საგადასახადო ვალდებულებები მუდმივად დგება ბიზნესების წინაშე. რესტრუქტურიზაციის საჭიროების ალბათობა არსებობს. კანონმდებლობა 2004 წელს გადამუშავდა და ამ კანონში უკვე სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ საკითხების რეგულაციის ნაწილი ჩაიდო და იქ უკვე კონკრეტული ვადები განისაზღრა. ვადა ყოველთვის იზრდებოდა ხოლმე და ახლა გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს კანონი მუდმივად არსებობდეს და ბიზნესს შესაძლებლობა ქონდეს რესტრუქტურიზაციის, თუ მან ვერ შეძლო კონკრეტული ბაზრის ახალ პირობებთან შეგუება იმ მომენტისათვის, მას ხელი უნდა შევუწყოთ.

- დავალიანებების რსტრუქტურიზაცია რა პირობებით მოხდება, ამ კუთხით საწარმოებისთვის რა იცვლება?

- კანონი შინაარსობრივად არ იცვლება, უბრალოდ კონკრეტულად ერთი მუხლი, რომელიც ვადას ზღუდავდა და საგადასახადო და სასესხო დავალიანებას ეხებოდა, უქმდება და ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ სახაზინო სამსახურს მუდმივად ექნება შესაძლებლობა მომავალში ამის საჭიროების არსებობის შემთხვევაში მიიღოს საბუთები რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. კანონის დამტკიცების შემდეგაც იგივე მოთხოვნები იქნება, რაც ასრებობდა აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე.

- კომისია არსებობს და როგორ განიხილავს იგი საკითხებს და თითოეულ ქეისზე თუ მსჯელობს?

- კონკრეტული ვადები არ არსებობს კომისიის შეკრების. საკითხების არსებობიდან გამომდინარე, კომისიის მოწვევის საჭიროება დგება და შემდეგ უკვე ეს საჭიროება განსაზღვრავს პერიოდულობას. მაგალითად, 2016 წელს კომისიის შეკრება სულ 2-ჯერ განხორციელდა, თუმცა იყო წლები, როდეაც შესაძლებელი იყო 5-ჯერ და 6-ჯერაც განხორციელებულიყო კომისიის შეკრება. აღნიშნული შეკრების საჭიროება საკითხის დაყენების სიხშირიდან გამომდინარეობს.

- თავად კომპანიებმა ვის და როგორ უნდა მიმართონ, რა საბუთების წარდგენა სჭირდებათ ამისთვის?

- იქ საბუთების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია, რაც კანონში არის გაწერილი. ამ საბუთებთან დაკავშირებით მათ ყველანაირი ინფორმაცია უნდა მოაგროვონ და ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში უნდა წარმოადგინონ. შემდეგ სახზინო სამსახური ამ ინფორმაციას დაამუშავებს. ჩვენ უშუალო კონტაქტი გვაქვს თვითონ წარმომდგენლებთან ინფორმაციის დახვეწის ნაწილში და შემდეგ უკვე ინფორმაციის სრულყოფის შემთხვევაში კომისიის მოწმევა ხდება და საკითხის განხილვის ნაწილის ჩანიშნვა. დეტალურად უნდა იყოს განმარტებული თუ რამ გამოიწვია დავალიანების დაგროვების ნაწილი და ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ აპირებს რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში იმ სირთულეებს დააღწიოს თავი ბიზნესმა. ამ ნაწილის წარმოდგენა კონკრეტულად ფინანსთა სამინისტროში ხდება და შემდეგ უკვე კომისია რეკომენდაციის სახით გადაწყვეტილებას იღებს, რათა მთავრობას რესტრუქტურიზაციის რეკომენდაცია გაუწიოს.

- მიმართვების რაოდენობის სტატისტიკა თუ გაქვთ, მაგალითად 2017 წლის 1 იანვრამდე რა რაოდენობის მიმართვები შემოვიდა და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში რა ცვლილებებს გამოიწვევს აღნიშნული ცვლილებები?

- საშემოსავლო ნაწილში შესაძლებელია ბიუჯეტის შემოსულობებზე ჰქონდეს გავლენა, თუმცა ვინაიდან ეს საწარმოები უკვე პრობლემების ქვეშ არიან კონკრეტული მომენტისათვის და თავიანთ სასესხო ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, ამ მიმართულებით კონკრეტული წლის ბიუჯეტისთვის შეგვიძლია, მყარად ვთქვათ, რომ შემოსავლების ნაწილში რაიმე სახის გავლენა არის მინიმალური. ხაზი მინდა გავუსვა, რომ რესტრუქტურიზაციის ეს ინსტრუმენტი ძირითადად ემსახურება იმას, რომ ბიზნესებს შესაძლებლობა მივცეთ, რომ თავიანთი მდგომარეობა გააუმჯობესონ, გადარჩნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები