მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესს სჭირდება ერთი ჯადოსნური სიტყვა - ხელშეწყობა"

5dff3f5d9a622
ანუკა ჯოხაძე
22.12.19 14:00
1109
“ბიზნესს სჭირდება ერთი ჯადოსნური სიტყვა - ხელშეწყობა”- ამის შესახებ ბიზნესმენმა გენო ქაშაკაშვილმა BM.GE-ისთან განაცხადა. როგორც ქაშკაშვილი ამბობს, ხელშეწყობას და ყურადღებას, ბიზნესმენები მთავრობისგან ელოდებიან.

კითვაზე აქვთ თუ არა ბიზნესმენებს დღეს ხელისუფლებისგან ხელშეწყობა და არის თუ არა დღევანდელი მთავრობა პრობიზნესური, ბიზნესმენი პასუხობს, რომ ხელშეწყობაში ის სახელმწიფო პროგრამები იგულისხმება, რომელსაც ხელისუფლება დღეს დამწყები ბიზნესის განვითარებისთვის ახორციელებს. მისი განმარტებით, ამ პროგრამებს შედეგი რამდენიმე წელში ექნება.

“ბიზნესს სჭირდება ერთი ჯადოსნური სიტყვა ხელშეწყობა - ხელშეწყობა ეს არის საბრუნავი სახსრები. ხელშეწყობა ეს არის კარტბლანში. ბიზნესს სჭირდება სტაბილური ყურადღება და ხელშეწყობა, როგორც სტაბილური პოლიტიკა. ამ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიმდინარეობს რამოდენიმე წელია ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით, აუცილებლად ექნება შედეგები სულ მალე, იმიტომ რომ ეს მოიცავს მინიმუმ 5 წლიან პერიოდს, ინვესტიცია, რეალიზაცია პროექტის მომზადება, თანხის მოზიდვა, ჩადება და ინვესტორის შემოყვანა”-აცხადებს ბიზნესმენი გენო ქაშაკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები