ბიზნესი ტურიზმის შესახებ კანონპროექტს იწუნებს - ტურიზმის სექტორში მომუშავე პირები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად უამრავი შენიშვნისა და აბსოლუტურად უარყოფითი დამოკიდებულებისა, კანონპროექტში დარჩა ბევრი ისეთი მუხლი, რომლებიც შეუსაბამოა ამ სფეროში დასაქმებულთა ინტერესებთან. ისინი შიშობენ რომ კანონპროექტის ამ ფორმით მიღება მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენებს. რა მოსწონს და რას იწუნებს ბიზნესი მარეგულირებელ ჩარჩოში, რომლის განხილვას პარლამენტი მომავალ კვირას უნდა დაუბრუნდეს.
სტუმარი: გიორგი თეთრაძე - "საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის" თავმჯდომარე