One Point-ის ორგანიზებით პირველად საქართველოში წინანდალში, ბიზნესსამიტი „მერიტო“ ჩატარდა, რომელმაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გააერთიანა. გაიმართა დაჯილდოება „მერიტო“ და ნეთვორქინგ აქტივობები ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. „მერიტო“ ეს არის პროფესიონალების ყოველწლიური დაჯილდოება, რომლის მიზანია შიდა კორპორაციული მეწარმეობის წახალისება, დარგების განვითარება, ბიზნესში მოქმედი პროფესიონალების დაფასება და აღიარება. პროექტის ფარგლებში სპეციალურად მოწვეულმა ჟიურმა გამოავლინა პროფესიონალები სხვადასხვა სფეროდან, 2023 წლის განმავლობაში ინიცირებული განსაკუთრებული პროექტებისთვის. გამარჯვებულები გამოვლინდნენ კონკურსის წესით, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით.
სტუმრები: ზუკა მახარაშვილი - კომპანია "მეურნეობას" აღმასრულებელი დირექტორი;
სულხან სახვაძე - ჰელიო.AI-ს თანადამფუძნებელი;