მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესსამიტი "მერიტო", მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, 6 ივნისის ნაცვლად 19 ივლისს გაიმართება

ბიზნესსამიტი

ბიზნესსამიტი "მერიტო" 6 ივნისის ნაცვლად 19 ივლისს გაიმართება - აღნიშნული გადაწყვეტილება სამიტის ორგანიზატორებმა, ჟიურის წევრებმა და პარტნიორებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიიღეს.

"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბიზნეს სამიტი „მერიტოს” საორგანიზაციო გუნდის, ჟიურის წევრების, პროექტის ქართველი და უცხოელი პარტნიორების, მხარდამჭერებისა და სპონსორების ერთობლივი გადაწყვეტილებით სამიტის ჩატარების ახალ თარიღად განისაზღვრა 19 ივლისი.

გვჯერა, რომ ახლა ისე როგორც არასდროს, საჭიროა, ჩვენი ყურადღება და ენერგია მივმართოთ იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების მხარდასაჭერად, რომელთა წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას.

სამიტის ყველა მონაწილემ, ვინც ბილეთი შეიძინეთ, შეგიძლიათ დაიბრუნოთ თანხა ან გამოიყენოთ იგივე ბილეთი ახალ თარიღზე.

მადლობა მხარდაჭერისა და განსაკუთრებული ინტერესისთვის.

„გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

One Point-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველად, ბიზნესსამიტი Merito წინანდალში, “რედისონ ქოლექშენში” გაიმართება და ორგანიზატორების თქმით, დაჯილდოება ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

სამიტი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების საზეიმო დაჯილდოებასა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ნეთვორქინგ აქტივობებს გააერთიანებს. “მერიტოს” დაჯილდოებაზე დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კომპანიის საუკეთესო პროექტებს გამოავლენენ, რომლებმაც 2023 წელს ბიზნესის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები