მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესსახლის მშენებლობაზე ტენდერი სექტემბერში გამოცხადდება

5b83f8f21a73f
სალომე მეცხვარიშვილი
28.08.18 10:00
1006
ბიზნესსახლის მშენებლობაზე ტენდერი სექტემბერში გამოცხადდება, - ამის შესახებ BM.GE-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს. ახალი ტენდერის მიხედვით, ბიზნესსახლის მშენებლობის სავრაუდო ღირებულება არა 71 მილიონი იქნება, როგორც ეს წინა შემთხვევებში ფიქსირდებოდა, არამედ 55 მილიონი ლარი.

“მუნიციპალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ „საქმიანი დილის“ ეთერში რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა პროექტის დეტალებზე:
"კომპანია "ბიმარკის“ დახმარებით შევძელით ამ პროექტის ბიუჯეტის შემცირება. აღნიშნულმა კომპანიამ ცვლილებები შეიტანა პროექტში და 71 მილიონიდან 55 მილიონამდე შემცირდა მისი ღირებულება. ეს მოხერხდა ისე, რომ არ შიცვალა რაიმე ტექნიკური პარამეტრი, ძირითადად ეს მოხერხდა ოპტიმიზაციის ხარჯზე. თუმცა, ის ძირითადი ხაზი, რომ ეს არის ინოვაციური შენობა, მწვანე შენობა, აბსოლიტურად ენერგოეფექტური და თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული, აბსოლიტურად შენარჩუნებულია.

ეს ცვლილება გარდა იმისა, რომ გარკვეული ფინანსური სახსრების ეკონომიის საშუალებას იძლევა, ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ უფრო მეტი კომპანიის ჩართულობა იქნება შესაძლებელი. ბევრ კომპანიას, რომელსაც არ ჰქონდა საშუალება 71 მილიონზე მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, ეხლა შესაძლოა ეს მისთვის ხელმისაწვდომი გახდეს", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შესყიდვის მიხედვით, უნდა აშენდეს ბიზნესსახლი, რომელიც ბიზნესისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს და კერძო სექტორს 600-მდე მომსახურებას ერთ სივრცეში შესთავაზებს. ბიზნესსახლის პროექტი 2016 წელს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პერიოდში დაანონსდა.

ბიზნესსახლის ტენდერი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა წლის დასაწყისში გამოაცხადა, ჩაიშალა. ტენდერის შედეგები, რომლის მიხედვითაც, შპს „დაგი“ გამოცხადდა გამარჯვებულად, გასაჩივრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები