ბიზნესთან უფრო ვთანხმდებით ვიდრე მუნიციპალიტეტებთან - ასე უპასუხა BMG-ის კითხვას, შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ. სოლომონ პავლიაშვილი აცხადებს, რომ რეგლამენტი, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა დამტკიცებულიყო მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს შორის არსებული შეუთანხმებლობით ვერ მტკიცდება. როდის შევა ძალაში შესაფუთი ნარჩენების შესახებ რეგლამენტი, რომელიც ბიზნესს წარმოქმნილი ნარჩენის ამოღებას და გადამუშავებას ავალდებულებს?