Black Eyed Peas-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა დღეიდან, 20:00 საათიდან ორი ინტერნეტ პლატფორმის - tkt.ge და eventer.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი.
ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე მერყეობს:
ზედა წრე (რიგი) ფასები - 50 ლარი, 70 ლარი და 80 ლარი.
შუა წრე (რიგი) – 100 ლარი,150 ლარი, 200 ლარი.
ოქროს ზონა - 100 ლარი.
ქვედა წრე (რიგი) - 200 ლარი.
VIP ზონა - 250 ლარი.
„ბლექ სი არენას“ მენეჯმენტის ინფორმაციით, Black Eyed Peas-ის გარდა, 2019 წლის სეზონზე საკონცერტო დარბაზი არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს, რომელთა ჩამონათვალი შეკვეთილში მდებარე Black Sea Arena-ს ოფიციალურ საიტზე და ოფიციალურ Facebook-გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
„ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს.
დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.
ბოლო წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის - Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Vanesa Mae, CeeLo Green და Eric Benet-ს უმასპინძლა. ამის პარალელურად, „ბლექ სი არენა“ სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს და ცდილობს, ქართული კულტურული გარემოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
30 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მუსიკალური არენა 10 000-მდე სტუმარს იტევს.

























