მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Black Eyed Peas-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა ხვალ დაიწყება - ფასები

ბლექ აიდ ფის

Black Eyed Peas-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა ხვალ დაიწყება. ამის შესახებ biletebi.ge წერს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბილეთების ფასი 150 ლარიდან 260 ლარამდე იქნება.

"გიზიარებთ Black Eyed Peas-ის კონცერტზე ფასებისა და ადგილების განაწილებას, რომელიც დინამო არენაზე დაგხვდება!

მასტერქარდის ბარათით გადახდისას, ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ.

შეგახსენებთ, ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 27 მაისს 12:00-დან დაიწყება Biletebi.ge-ზე", - წერია biletebi.ge-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მუსიკალური ჯგუფის კონცერტი დინამო არენაზე, 7 ივლისსაა დაგეგმილი. ცნობისთვის, ჯგუფი საქართველოში მეორედ ჩამოდის. პირველად მათ კონცერტი საქართველოში 2019 წელს გამართეს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები