შავი პარასკევის სააქციო შეთავაზებები ზოდში 5 დღე, 23-დან 27 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ტრადიციულად წლის ყველაზე მასშტაბური აქციის ფარგლებში მომხმარებლებს 50%-მდე ფასდაკლება ელის პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. 24 ნოემბერს კი ზოდის ცენტრალური შოურუმი ღამის ბაზრობაზე 22:00 საათამდე უმასპინძლებს მომხმარებლებს.