მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Black Friday-ზე ინტერნეტ ვაჭრობისას $6.22 მილიარდი დაიხარჯა

5bfd5e0fd398b
ლევან თაღიაშვილი
29.11.18 10:00
595

შავი პარასკევი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ შემოსავლიანი გამოდგა. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ინტერნეტ ვაჭრობა იყო, რომლის შემოსავალმაც მხოლოდ 1 დღეში 6.22 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც Adobe Analytics იუწყება, ეს რიცხვი წინა წელთან შედარებით, თითქმის 24 პროცენტითაა გაზრდილი. CNBC წერს, რომ წლევანდელი მადლიერების დღე გამორჩეული იყო იმ კუთხითაც, რომ უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა სმარტფონებით შეძენილ საქონელზე, რომელმაც 2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის მთლიანი გაყიდვების მესამედს უდრის, ისტორიას არ ახსოვს მსგავსი შემთხვევა. ადამიანები სმარტოფნებით ყიდულობდნენ ისეთ ნივთებს, როგორიცაა სახლის ავეჯი, ტელევიზორები, სხვადასხვა ტექნიკა და ა.შ.

100-დან დაახლოებით 80-მა ტოპ Online Retail-ერმა, როგორიცაა Walmart და Amazon, სერიოზული შემოსავალი მიიღო. ცხადია, რიცხვები შთამბეჭდავია, თუმცა ის ახლოსაც ვერ მიდის Alibaba-ს რეკორდამდე. სულ რამდენიმე დღის წინ, მან ე.წ Single Day-ს აქციაზე 30.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო რაც ყველა დროის რეკორდია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები