მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Black Market-ის გაყიდვების რიცხვი 90%-ით არის გაზრდილი“ - ანუკი ბიწაძე

ბლექ მარკეტი

2022 წლის ნოემბრიდან დღემდე Black Market-ის მაღაზიის გაყიდვები 90%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ მაღაზიის დამფუძნებელმა, ანუკი ბიწაძემ განაცხადა.

„მაღაზიის გახსნამ მომხმარებლის სეგმენტი გაგვიფართოვა. ჯგუფში თუ მხოლოდ ქალები აქტიურობდნენ, ახლა უკვე მაღაზიას მამაკაცებიც სტუმრობენ, აქედან გამომდინარე Black Market-ისთვის საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო, რადგან მაღაზიის გაყიდვები გახსნის დღიდან დღემდე 90%-ითაა გაზრდილი“, - აცხადებს ანუკი ბიწაძე.

Black Market - ის მაღაზიაში 200-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდია წარმოდგენილი, არიან 4 დიდი ბრენდის პარტნიორები და 25-მდე პარტნიორი სელერი ჰყავთ.

რაც შეეხება ფასებს, ის მომხმარებლის ყველა სეგმენტზეა გათვლილი. Black Market-ის ქართველი და უცხოელი მომხმარებლების წილი კი თანაბრადაა გადანაწილებული.

„ვცდილობთ ფასნამატი არ გვქონდეს დიდი. მაღაზიაში პროდუქციის მრავალფეროვანი და ხარისხიანი არჩევანი გვაქვს წარმოდგენილი, რომელიც მომხმარებლის ყველა სეგმენტზეა გათვლილი. პროდუქტების ავთენტურობას სულ ვამოწმებთ, რაც ჩვენს თაროზე ხვდება. ჩვენი მომხმარებლები Black Market-ის ჯგუფშიც ძალიან აქტიურები არიან“, - განაცხადა ანუკი ბიწაძემ.

თბილისში Black Market - ის მაღაზია 2022 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა. მაღაზიის გახსნისთვის განხორციელებული პირველადი ინვესტიცია 10 ათას ლარს შეადგენდა. Black Market ბარნოვის 53 ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებლისთვის 200-ზე მეტი დასახელების პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ბრენდია ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები