დიმიტრი ბერიძემ Black Sea Arena-ს დირექტორის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ბერიძემ "საქმის კურსს" განუცხადა.
მისი თქმით, ამ თანამდებობას მარტის ბოლოდან აღარ იკავებს.
"მე "ქართუს" კადრი ვიყავი და დროებით შევედი სახელმწიფო სამსახურში, სანამ გადავაბარებდი სხვას დირექტორობას. ჩემს ნაცვლად ჩვენი პიარ მენეჯერი ანა კავლელიშვილი დაინიშნა", - განაცხადა დიმიტრი ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონცენრტო დარბაზი Black Sea Arena, რომელიც "ქართუ ფონდმა" შეკვეთილში ააშენა სახელმწიფოს გადაეცა. ამ ეტაპზე 10-ათასკაციან დარბაზში მხოლოდ Aerosmith-ის კონცერტია დანიშნული, რომელიც 20 მაისს გაიმართება.

























