მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Black Sea Arena-ს მოვლა-პატრონობა თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე დაჯდება"

57825da39d614
BM.GE
10.07.16 18:34
1584
Black Sea Arena-ს მოვლა-პატრონობა და ხელფასები თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე მერყეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ განუცხადა. მისი თქმით, ელექტროობის ხარჯი თვეში საშუალოდ 10 000 ლარია.
 
"დარბაზის მოვლა-პატრონობა და ხელფასები, კონცერტების გარეშე მერყეობს თვეში 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე. რაც შეეხება კონცერტებს, გააჩნია თუ რა სიმძლავრე იქნება გამოყენებული“, - განაცხადა დიმიტრი ბერიძემ.

საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადმოცემის ცერემონია დღეს შედგა.

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები