საინვესტიციო ჰოლდინგ Blackstone-ის ხელმძღვანელობა ევროპულ უძრავი ქონების სექტორში ინვესტირების პერსპექტივას განიხილავს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ შვარცმანის განცხადებით, კომპანია განსაკუთრებით დაინტერესებულია კომერციული უძრავი ქონებით, საწყობებით, data-ცენტრებითა და დროებითი საცხოვრებლებით.
როგორც შვარმანი აღნიშნავს, ევროკავშირის მასშტაბით მალე დაიწყება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების პროცესი, რაც უძრავი ქონების მიმართ საზოგადოების ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის, ამ დროისთვის კი Blackstone-ის პორტფელი მზად უნდა იყოს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Blackstone-ი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $78 მილიარდს შეადგენს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.