მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Blackstone-მა კომპანია Anthos-ის გაყიდვა გადაწყვიტა

Blackstone

საინვესტიციო ჰოლდინგმა, Blackstone-მა ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Anthos Therapeutics-ის გაყიდვა გადაწყვიტა. ფარმაცევტული კომპანია ამჟამად აქტიურად მუშაობს ინოვაციური პრეპარატის შექმნაზე, რომელიც არტერიული დაავადებების სამკურნალოდაა განკუთვნილი.

როგორც ირკვევა, პროდუქტი ფინალური გამოცდის ფაზაში გადავიდა, რის შემდეგაც Anthos-ს მარეგულირებლისგან საბოლოო ლიცენზიის მიღება შეეძლება, რაც კომპანიას შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს.

მოგეხსენებათ, ასეთ პერიოდში სტარტაპის კაპიტალიზაცია დრამატულად იზრდება და Blackstone-საც სწორედ ამ გზით სურს მოგების მიღება. თავად საინვესტიციო ჰოლდინგმა 2019 წელს, Anthos-ის დაფუძნების პერიოდში კომპანიაში $250 მილიონის ინვესტიცია ჩადო, ახლა კი ამ წილის სანაცვლოდ ჰოლდინგს რამდენიმე მილიარდის მოგების მიღება სურს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Blackstone-ი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $78 მილიარდს შეადგენს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები