მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბლექ სი არენა ჯორჯიაზე" 3 საერთაშორისო შემსრულებლის კონცერტი ბიუჯეტს 3.1 მლნ ლარი უჯდება

5cf004f83a2b4
ლიკა გურაბანიძე
31.05.19 10:15
1255
როგორც ცნობილია, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნენებიდან პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ 6 500 000 ლარი გამოუყო.

Bm.ge დაინტერესდა, რა უჯდება გადასახადის გადამხდელებს 3 საერთაშორისო დონის შემსრულებლის კონცერტი.

როგორც „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ BM.GE-ისთვის მოწოდებულ ოფიციალურ პასუხშია აღნიშნული, აღნიშნული თანხიდან „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ დაანონსებული ორი ჯგუფის და ერთი სოლო შემსრულებლის (Black Eyed Peas-ის, Jessie J-ის, ჯარედ ლეტოს და ჯგუფიThirty Seconds to Mars-ის) ღონისძიების გამართვა დაახლოებით, 3 110 000 ლარი დაუჯდება.

თანხაში შედის არტისტის და მათი ტექნიკური პერსონალის ჰონორარი, ფრენა, ადგილობრივი ტრანსპორტირება, ცხოვრება და მასპინძლობა საერთაშორისო გადასახადების ჩათვლით.

„აგრეთვე, აღნიშნულ ბიუჯეტს დაემატება დაცვის კაპელდინერების, დაზღვევის, საავტორო უფლებების გამოყენების, დასუფთავების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები, რისი ზუსტი ბიუჯეტიც მოსამზადებელი აქტივობების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, - აცხადებენ „ბლექ სი არენა ჯორჯიაში“.

მისივე ინფორმაციით, გარდა დაანონსებული სამი კონცერტისა, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ორ საერთაშორისო დონის შემსრულებელთან და ხუთ ქართულ პროექტთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც დაზუსტებული ინფორმაცია საზოგადოებისათვის მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი.

როგორც „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ BM.GE-ისთვის მოწოდებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, 6.5 მლნ ლარი მხოლოდ წლევანდელი ღონისძიებების ჩატარებისთვის არის განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები