საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას, დაბა შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენასთან“ არსებულ ევკალიპტების პარკსა და „მუსიკოსთა პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორნის და კაფეს აშენების და მართვის მიზნით.
საინვესტიციო პირობების მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა მოხდება სულ მცირე 15 წლის ვადით, ხოლო წლიური გადასახადი შეადგენს სიმბოლურ ფასს - 100 ლარს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს. პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://drive.google.com/file/d/0B3vgM3lEWoh4bjNpNXpLM3VlMG8/view?usp=sharing
გაცნობებთ, რომ „ბლექ სი არენა”, დაბა შეკვეთილში, წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ და თანამედროვე ღია ტიპის საკონცერტო დარბაზს, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა 2016 წლის ივლისში.
დარბაზი გათვლილია 10 000 მაყურებელზე.

























