წელს 6 თვეში, კომპანია „ბლოკ ენერჯიმ“, რომელიც საქართველოში ნავთობის ძიება/ მოპოვების სამუშაოებს ახორციელებს, 49.9 ათასი ბარელი ნავთობი გაყიდა. აღნიშნულზე საუბარია კომპანიის ნახევარწლიურ ანგარიშში, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტორებისთვის გამოქვეყნდა.
„ბლოკ ენერჯის“ ცნობით, რეალიზებული ნავთობიდან შემოსავალმა 3.02 მლნ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 ბარელი ქართული ნავთობის ღირებულება ამ პერიოდში საშუალოდ 60.5 დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში გაზრდილია რეალიზებული ნავთობის რაოდენობა, თუმცა კლებაა ღირებულებაში, რაც ნავთობის გაიაფებამ განაპირობა. კერძოდ, 2024 წლის 6 თვეში რეალიზებული იყო $3.3 მილიონის 46.6 ათასი ბარელი ქართული ნავთობი, შესაბამისად, 1 ბარელის საშუალო ფასი 71 დოლარს შეადგენდა.
წელს, იანვარ-ივნისში კლება გაზის რეალიზაციაში. კომპანიამ 82.2 მილიონი ფუტი გაზი გაყიდა (2024 წელს 93.5 მლნ ფუტი), შემოსავალი 0.36 მლნ დოლარი იყო (2024 წ - 0.38 მლნ დოლარი).

























