მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Blockchain-ის მნიშნელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აღარავინ აყენებს"

5af28f6ebfaae
BM.GE
09.05.18 10:10
804
თებერვალში თბილისში ბილ ტაის სტუმრობიდან რამდენიმე თვეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი EMERCOIN საპილოტე პროექტით მუშაობას იწყებს.
BTU-ს კურსდამთავრებულები ცოდნის დამადასტურებელი დიპლომისა და ოფიციალურად დამოწმებული სერტიფიკატების შენახვას დაცულ პლატფორმაზე შეძლებენ.

"დღეს Blockchain მნიშნელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აღარავინ აყენებს. ეს არის მომავლის ტენქოლოგია, ახალი ინტერნეტი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. მოხარულები ვართ რომ Bitfury-ს დახმარებით მოწინავე რიგებში აღმოვჩნდით და ვიწყებთ “ემერკოინის” პლატფორმის გამოყენებას", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა საქმიანი დილას ეთერში სტუმრობისას.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მნშვნელოვანია, რომ ჯერ შეიქმნა პრეცედენტი, როცა დიპლომები ყველაზე დაცულ პლატფორმაზე გადავა და მომავალში პროექტის განვითარება მოხდება.

"ამ პროექტის მიმართულებით კიდევ ვიმუშავებთ, გვექნება ექსპერტებთან შეხვედრები იმისთვის რომ განვავითაროთ პროექტი, რადგან ეს არ არის დასასრული, ეს დასაწყისია. “ - განაცხადა მიხეილ ბატიაშილმა. BTU-ს რექტორი ფიქრობს, რომ პროექტის გამოყენებით, საქართველო კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდება.

წლის დასაწყისიდან Bitfury-მ ბევრი რამდენიმე ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის ინვესტიცია Emercoin-ში, Blockchain security company-ში, Crystal-ში, და Hatch, რომელიც ტორონტოს საფონდო ბირჟაზე უკვე განთავსებულია.

Emercoin არის ბლოკჩეინზე ბაზირებული კრიპტოვალუტა, ის არის დეცენტრალიზებული, ბიტკოინის ანალოგი კრიპტოვალუტა გაუმჯობესებული მახასიათებლებით. ემერკოინში უშუალოდ ინფომრაციის შენახვა და გაცვლა ხდება. ამავე დროს ის სარგებლობს სრული Blockchain სერვისით და მისი საშუალებით ოპერაციების განხორციელება არის გაცილებით იაფი და სწრაფი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები