მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბლოკჩეინის ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ"

5b1cdb53db619
თელარა გელანტია
10.06.18 12:01
2511
ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო შევამციროთ ხარჯები საჯარო სექტორში და სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ ბახტაძემ ხორვატიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაზე (Constituency Meeting) განაცხადა, სადაც დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები იყო.

„საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა საჯარო სექტორში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ. ამასთან ერთად, საუბარი გვქონდა ფინანსურ ტექნოლოგიებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მცირე და მიკრო მეწარმეებს უფრო მარტივი მექანიზმებით მივაწოდოთ დაფინანსება და შესაბამისად, გავხადოთ ისინი უფრო კონკურენტუნარიანები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები