მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bloomberg: ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 24 საათში $125 მლნ დაკარგა

5e6b5c3721533
BM.GE
13.03.20 14:00
1229
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის ქონება საფინანსო ბაზრებზე არსებული ვარდნის პარალელურად მცირდება. 

ორგანიზაციის შეფასებით, ამ 13 მარტის მდგომარეობით ივანიშვილის ქონება $5.12 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გუშინდელთან შედარებით $125 მილიონი დოლარით ნაკლებია. 

ამ შემცირების მიზეზს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი ვარდნა იწვევს. გუშინ, 
Dow Jones-ის ინდექსი 10%-ით შემცირდა; S&P 500-ის ინდექსი 9.5%-ით დაეცა, Nasdaq-ის ინდექსი კი 9.4%-ით შემცირდა.

ბირჟებზე არსებული კლება კორონავირუსსა და ნავთობის ფასების ვარდნას უკავშირდება. ამის გამო, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ჯამურად 200 მილიარდ დოლარზე დიდი დანაკარგები განიცადეს. ბოლო ერთ თვეში კი ბიძინა ივანიშვილის ქონება 400 მილიონი დოლარით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები