მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bloomberg: დოლარის გამყარება საფრთხეს უქმნის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, მაგრამ საქართველო ამბობს, რომ ის მზად არის ამისთვის

5907459f617db
BM.GE
01.05.17 18:25
1394
"საქართველოს აქვს ინსტრუმენტები იმისათვის, რომ გადალახოს გამყარებული დოლარის მიერ გამოწვეული რყევები, რომლებმაც, შესაძლებელია, დააზიანოს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანა.

"ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსი თავდაცვის მთავარი საშუალებაა საქართველოსთვის,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

სტატიას საქართველოს შესახებ Bloomberg აქვეყნებს.

"დოლარის ამჟამინდელი ისტორიული გამყარება ნეგატიურ გავლენას ახდენს განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისათვის - განაცხადა კობა გვენეტაძემ 23 აპრილს მიცემულ ინტერვიუში, ვაშინგტონში , სადაც ის ესწრებოდა სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებს“.

მიუხედავად იმისა, რომ მერყეობა განვითარებად ბაზრებზე ახლოსაა 2015 წლის შემდგომ ყველაზე დაბალ მაჩვენებელთან, განვითარებადი ქვეყნები ემზადებიან კაპიტალის გადინებისთვის. ამავდროულად აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, მაშინ, როდესაც სხვა ძირითადი ცენტრალური ბანკები უცვლელად ინარჩუნებენ ან ამცირებენ საპროცენტო განაკვეთს. ეს დაცილება კიდევ უფრო მეტად აძლიერებს დოლარს, სირთულეებს ქმნის არაამერიკელი ემიტენტებისთვის, რომლებიც დოლარში დენომინირებული სესხებს ყიდიან.

მიუხედავად იმისა, რომ დოლარი დეკემბერში ევროს მიმართ 14–წლიანი პიკის მიღწევის შემდეგ, 4%-ით გაუფასურდა, ბლუმბერგის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების აზრით, მეორე კვარტალის ბოლოსკენ დოლარი 2.5 პროცენტით გამყარდება ევროპის საერთო ვალუტის მიმართ.

საქართველოსთვის, რომლის 14 მილიარდიანი ეკონომიკა უკვე დაზარალდა რუსეთისა და თურქეთის სავალუტო შოკების შედეგად, გამყარებული დოლარის მართვის ამოცანა იმითაც რთულდება, რომ ხელისუფლება ცდილობს წაახალისოს მეანაბრეები დანაზოგები ლარით დენომინირებული დეპოზიტებში განათავსონ. "სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტრანზაქციებში დოლარის ფართო გამოყენების შემცირება არის გრძელვადიანი პროექტი", - აცხადებს კობა გვენეტაძე.

"მაღალი დოლარიზაცია კვლავ პრობლემად რჩება და მისი შემცირება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საქართველოს ეკონომიკისა და საფინანსო სისტემისთვის" - განაცხადა მან და დაამატა რომ „მთლიანი დეპოზიტების 70% არის აშშ დოლარით განთავსებული. ეს პრობლემაა, ვინაიდან დოლარიზაცია ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემას რეალური ეკონომიკის სექტორზე. ის ასევე აქვეითებს მცურავი გაცვლითი კურსის უნარს, შეარბილოს შოკის

წელს, ეროვნული ვალუტის 10–პროცენტიანი გამყარების ფონზე, საქართველო არის საუკეთესო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის. გვენეტაძემ განაცხადა რომ ქართული ვალუტა რჩება თავის ფუნდამენტურ ნიშნულთან ახლოს, და ხაზი გაუსვა იმას, რომ თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი კვლავაც შენარჩუნდება.

გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის მოქნილობა არის ერთ–ერთი ფაქტორი, რომელიც დაეხმარება საქართველოს მზად იყოს დოლარის გამყარებისთვის.

"თუკი ეკონომიკურ აგენტებს ეცოდინებათ, რომ გაცვლითი კურსი მცურავია, ისინიშეისწავლიან და გააანალიზებე ყველა ინფორმაციასა რაც აისახება კიდეც მათ გეგმებსა და პროექტებში“, თქვა მან. „და ეს დაგვეხმარება გადავდგათ ნაბიჯი წინ ერთი წერტილიდან მეორესკენ, ვალუტის გაუფასურებისა თუ გამყარების პირობებში"", - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები