მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bloomberg-ის კითხვა ლარის კურსზე და ფინანსთა მინისტრის პასუხი

5a785c9dd76ce
BM.GE
05.02.18 17:39
2277
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Bloomberg-ის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა. მამუკა ბახტაძეს 7-წუთიანი ინტერვიუს  ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებაზე მოუწია საუბარი, მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველოზე, როგორც აბრეშუმის გზის ნაწილსა და მის პოტენციალზე.

Bloomberg-ის წამყვანებმა პირდაპირ ეთერში ლარის კურსის ბოლოდროინდელი ცვლილების დინამიკა აჩვენეს და საქართველოს ფინანსთა მინისტრს დაუსვეს კითხვა ლარის კურსის შესახებაც.

"რა თქმა უნდა, ლარის კურსის მერყეობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის, რომელიც ნაწილობრივ დაკავშირებულია დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელთან. ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი გეგმა, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. თუ შეხედავთ ჩვენი რეგიონის ქვეყნების ვალუტის კურსებს, დაინახავთ, რომ ლარი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტა რეგიონში. იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს დოლარიზაციის დონის შემცირებას ჩვენს ეკონომიკაში, გვაქვს მოლოდინები იმისთვის, რომ ვთქვათ: ლარის მერყეობა მნიშვნელოვნად დაბალი იქნება", - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები