25 თებერვლის ვაჭრობა ლარის გამყარებით დაიწყო.
გუშინდელი სავაჭრო დღის ბოლოს Bloomberg-ის სისტემაში ლარის კურსი 3.20-მდე გაიზარდა, ხოლო დღეს ვაჭრობის განმავლობაში კურსი 3.1073-მდე შემცირდა.
24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლარი სწრაფად გაუფასურდა, გუშინ ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით 11.7 თეთრი დაკარგა, შედეგად ოფიციალურმა კურსმა 3.1331-ს მიაღწია.
სავარაუდოდ, დღევანდელი გამყარება ლარის ოფიციალურ კურსზეც აისახება.




























