მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.69-ს მიაღწია

5bc5dbe7106ae
BM.GE
16.10.18 16:26
626

16 ოქტომბერს ვაჭრობა ეროვნული ვალუტისთვის გაუფასურებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 2.69 ლარამდე გაიზარდა, რაც ვაჭრობის დაწყებისას არსებულ 2.67-ს ორი თეთრით აღემატება. 

თუ 2.69 ლარის დოლარის ოფიციალური კურსი გახდა, მაშინ ეს 2018 წლის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელი იქნება. ბოლოს დოლარი 2.69 ლარი 2017 წლის დეკემბერში ღირდა. ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსს 17:00-ზე გამოაქვეყნებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები