მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bloomberg: ტრამპი ფინანსური ბაზრების გამოსაცოცხლებლად ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს

5c360ab3c456f
ანნა ლაპიაშვილი
09.01.19 20:00
603
Bloomberg-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ფინანსური ბაზრების გამოსაცოცხლებლად, უახლოეს მომავალში, ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.

Bloomberg წერს, რომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თეთრ სახლში განხილვები მიმდინარეობს.

გასული წლის პირველ დეკემბერს არგენტინაში, G20-ის სამიტის დროს გამართული ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ტრამპი და სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ არანაკლებ 90 დღით ადრე ახალ ტარიფებს არ დააწესებდნენ.

თავდაპირველად, დონალდ ტრამპი ჩინურ საქონელზე სავარაუდოდ, 1 იანვრიდან 25%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა საკუთარი პოზიცია შეიცვალა.

მიუხედავად ამისა, მაშინ ოფიციალურმა პეკინმა ვაშინგტონისგან გაფრთხილება მიიღო, რომ თუ სამი თვის განმავლობაში ჩინეთი და შეერთებულ შტატები რიგ სავაჭრო საკითხებზე ვერ შეთანხმდებოდნენ, ტარიფები კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ვიდრე დათქმული ვადა ამოიწურებოდა, ამ დროის განმავლოაბში S&P 500-ის ინდექსი 8%-ით დაეცა.

Bloomberg-ი წერს, რომ შეთანხმების გაფორმებით, დონალდ ტრამპს ბაზრების წახალისება სურს.

შტატების პრეზიდენტმა შედარებით ადრე აღნიშნა, რომ ისეთი შეთანხების გაფორმება სურს, რომელიც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს.

სავაჭრო მოლაპარაკებები სამინისტროების დონეზე ორივე ქვეყნის წარმომადგენლობით ჩინეთის ტერიტორიაზე იმართება.

შეხვედრა 7-9 იანვარს იყო ჩანიშნუული, თუმცა მოგვიანებით მისი ერთი დღით გადაწევა გადაწყდა.

ტრამპმა, თავის მხრივ, მოლაპარაკებების თემასთან დაკავშირებით Twitter-ზე დაწერა: “მოლაპარაკებები ჩინეთთან, ძალიან კარგად მიდის”.

2018 წელს ვაშინგტონმა ჩინეთის წინააღმდეგ ახალი ტარიფები რამდენჯერმე დააწესა. პეკინმა პაშინგტონის გადაწყვეტილებას მსგავსი ქმედებებით უპასუხა. გასული წლის 24 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საბაჟო გადასახადები ძალაში შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები