Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,48 ლარად ივაჭრება
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში ლარი გაუფასურებულია. 1 დოლარი 2,489 ლარად ივაჭრება. კურსის რყევა სავაჭრო სისტემაში გვიან ღამით 2 საათისთვის დაიწყო და კურსმა 2 ლარი და 45 თეთრი შეადგინა, პიკს კი ღამის 5 საათისთვის მიაღწია, რა დროსაც 1 დოლარი 2 ლარი და 49 თეთრი ღირდა. კურსის რყევა უკვე აისახა გადამცვლელ ჯიხურებისა და მიკრო საფინანსო ორგანიზაციების გადამცვლელ კურსებზეც, სადაც 1 დოლარის ღირებულება 2,48 დან 2.50 ლარამდე მერყეობს.