მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bloomberg-ზე ლარი შედარებით გამყარდა და ამჟამად 1 აშშ დოლარი 2,5750 ლარად ივაჭრება

5840145d5ba3a
BM.GE
01.12.16 16:13
1849
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2,5750 ლარად ივაჭრება. ეს მონაცემი თბილისის დროით 16:05 საათისთვის ფიქსირდება. ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურების დინამიკას აგრძელებს.

რამდენიმე საათის წინ Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2,6600 ლარსაც მიაღწია. თუმცა, შემდეგ ვალუტად გამყარების ტენდენცია აჩვენა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიცილურ გაცვლით კურსს აშშ-ის და ევროს მიმართ 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს. 1 დეკემბრისთვის განსაზღვრული კურსით, ერთი დოლარის ღირებულებამ 2.5352 ლარი შეადგინა.
რამდენიმე წუთის წინ ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ვალუტის გაუფასურება დოლარის საერთაშორისო გამყარებითა და მოსახლეობის მოლოდინებით ახსნა, რამაც აჟიოტაჟური შესყიდვები განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები